მოხმარების წესები
1. შესავალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება LABARATI-ს პლატფორმაზე. წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ურთიერთობას შპს „LABARATI-სა (შემდგომში „პლატფორმა) და მომსახურების გამწევ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (შემდგომში „სპეციალისტს ან „კომპანიას) შორის.
2. რეგისტრაცია და ავტორიზაცია
2.1. პლატფორმაზე რეგისტრაციისას, სპეციალისტი ვალდებულია მიუთითოს უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია საკუთარი კვალიფიკაციის, მომსახურების ტიპებისა და ტარიფების შესახებ.
2.2. პლატფორმა იტოვებს უფლებას, მოთხოვოს სპეციალისტს პირადობის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. მომსახურების გაწევის წესები
3.1. სპეციალისტი ვალდებულია მომსახურება გაწიოს მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით, შეთანხმებულ დროსა და ადგილას.
3.2. ჯავშნის გაუქმება ან დროის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ კლიენტთან წინასწარი შეთანხმებით, სულ მცირე 24 საათით ადრე.
4. ანგარიშსწორება
4.1. პლატფორმის მომსახურების საკომისიო და სააბონენტო გადასახადი განისაზღვრება არჩეული სატარიფო გეგმის მიხედვით.
4.2. გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით. გადახდილი თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
პლატფორმა წარმოადგენს შუამავალ რგოლს და არ არის პასუხისმგებელი სპეციალისტსა და კლიენტს შორის წარმოქმნილ დავებზე, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა.